სხვა

14:41 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ქერდიკაშვილს ოლიმპიადის ლიცენზიამდე 0.18 წამი დააკლდა (+VIDEO)

ქართველი სპორტსმენი მარიამ ქერდიკაშვილი რუსეთის ქალაქ ბარნაულში სალიცენზიო ტურნირში იღებდა მონაწილეობას. მარიამს ლიცენზიის მოპოვებამდე 0.18 წამი დააკლდა და ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

ქერდიკაშვილმა აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალში კანოეში 200-მეტრიანი დისტანცია საუკეთესო შედეგით დაასრულა, თუმცა, ფინალში ხორვატმა სპორტსმენმა აჯობა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება სწორედ მან მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია 13 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114695