ფეხბურთი

13:52 | 21.05.2021 | ნანახია 1026 - ჯერ

გიორგი ქვილითაია "ანორთოსისს" დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც ის კვიპროსულ გუნდს დაემშვიდობა.

"ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ, ბედნიერებაა!

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისთვის, რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც მოგვცა ძალიან დიდი მუხტი და ძალა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა!

მადლობა "ანორთოსისის" თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100%-იანი ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო! განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება", - დაწერა ქვილითაიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი კვიპროსულ კლუბში "გენტიდან" იჯარით იმყოფებოდა და ბელგიური კლუბი მის გამოსასყიდ თანხად ნახევარ მილიონ ევროს ითხოვს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:33 | 21.05.2021
lagashi (6738)

ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ბოლო თვებში, ასე ნამდვილად არაფერი საიმედო არ მოელის გენტში

15:48 | 21.05.2021
dinamo222 (8587)

ეხლა ის ნა...რი გენტის შეფები წაიყვანენ და ისევ სკამზე დასვამენ @ ნახევარი მილიონი ევრო ვერ გამონახა ანართოსისმა ? ასეთ თავდამსხმელს სადღა იპოვიან მაგ ფასად ?

15:54 | 21.05.2021
Shevche (15054)

დასვამენ სკამზე აბა რა იქნება. 20 გოლი გაიტანა იარემჩუკმა. დაფრინავს. მაგის სკამზე დამსმელია ქვილითაია?! კარში დარტყმა არ იცის, ეგ რა თავდამსხმელია??

19:07 | 21.05.2021
ilia_juventus (2091)

გეთანხმები. ჯერ რას ჰგავს ფიზიკურად? ეგაა ფორვარდი? ბეჭი რომ მიარტყან წაიქცევა.. კუნთოვანი მასა საერთოდ არ აქვს. არ მუშაობს თავის თავზე და კარგია თუ სკამზე დაჯდება.. მაშინ მაინც ივარჯიშებს ))

23:06 | 21.05.2021
Shevche (15054)

არ მუშაობენ საკუთარ თავზე. აი, გორეცკა როგორი იყო შარშან და რა გახდა წელს. ამათ კიდიათ ვარჯიში

0.078499