თამაშგარე

10:30 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო, კარლოსი, მეგობრობა, კინემატოგრაფი...

ამ ბოლო წლებში ცნობილმა კინოსტუდიებმა არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელზე გააკეთეს დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი, რაც ფეხბურთის ქომაგებისთვის უდავოდ სასიხარულო ტენდენციად შეიძლება შეფასდეს. ცოტა ხნის წინ ასეთი ფილმი ლეგენდარულ ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოზეც გადაიღეს.

ჟურნალისტებმა ბრაზილიელ ვარსკვლავზე ფილმის შესახებ აზრი მრავალ ადამიანს ჰკითხეს, რომელთა შორის რა გასაკვირია, რომ “კიჭას“ ერთ-ერთი ძველი მეგობარი და ნაკრებსა თუ მადრიდის “რეალში“ განუშორებელი პარტნიორი, ფეხმაგარი მცველი და თავადაც ლეგენდა რობერტო კარლოსი იყო.

რობერტომ ძველი მოგობრის შესახებ ცხადია სულ კარგი რამეები ილაპარაკა და ისიც გაიხსენა, რომ სპორტული კარიერის მანძილზე რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად დაუძინია, ვიდრე საკუთარ ცოლთან. ამას ცხადია ზოგიერთებმა სათანადო კუდები გამოაბეს, მაგრამ რობერტომ ისიც განმარტა, რომ ლუის ნაზაირიო მისი ძმაა და სასტუმროში თუ საწვრთნელ ბაზაზე მუდამ ერთ ნომერში შედიოდნენ.

0.128812