თამაშგარე

14:53 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრთხილი ლამაზმანი ხორვატიიდან

29 წლის ხორვატი მოდელი ივანა კნოლი ამ ორი წლის წინ მთელმა მსოფლიომ იმით გაიცნო, რომ ხორვატიის ეროვნული დროშის ფერებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტუმი ჩაიცვა, თვალსაამო ფოტოები გადაიღო და საკუთარი თავი ოფიციალურად შერაცხა ხორვატთა მთავარი საფეხბურთო ნაკრების თილისმად.

ეს გოგო არც სტადიონზე წასვლას იზარებს და მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენის სპორტული რეჟიმისა არ იყოს, მოდელებსაც საკმაოდ რთული სამუშაო გრაფიკი აქვთ და როგორც წესი ერთი ქვეყნიდან მეორეში უწევთ სიარული, ქომაგებს ხშირად აქვთ საშუალება ივანას სილამაზით სტადიონის ტრიბუნებზეც დატკბნენ.

ივანა კნოლის მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეც სურდა წასვლა, მაგრამ მსოფლიოს მოდებული გლობალური პანდემიისა და ამ პანდემიისა გამოწვეული კოვიდ-რეგულაციების გამო თავს იკავებს. მისი თქმით, ჟამიანობისას საყვარელი ნაკრების გულშემატკივრობა ტელევიზორიდანაც შეიძლება და არაა აუცილებელი ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდონ.

0.139229