ჭიდაობა

0:48 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

U23 ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში: თურმანიძემ ბრინჯაო მოიპოვა, ვანიშვილი ფინალშია

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციის აქტივში ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ასევე ჰყავს ფინალისტი და აქვს ორი ბრინჯაოს შანსიც.

ფინალში ჭიდაობის უფლება თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრამდე ძალიან დამაჯერებლად მივიდა. ქართველმა ფალავანმა სამი შეხვედრა ისე მოიგო, რომ ქულაც არ დაუკარგავს. თეიმურაზი ფინალში სომეხ რაზმიკ პაპიკიანს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ თურმანიძე, რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ კამირ კერიმოს 5:3 მოუგო. სწორედ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო სამმა ქართველმა მოჭიდავემ გიორგი ელბაქიძემ, გოგა მამიაურმა და კუკა ხუჭუამ, შესაბამისად, მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდათ.

19 მაისს, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ ვლადიმერ გამყრელიძე და მირიან მაისურაძე, რომელთა მეტოქეები რეპეშაჟის გამარჯვებულები იქნებიან.

0.114732