ფეხბურთი

17:30 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში (+VIDEO)

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი Sky Sport Austria-მ გამოარჩია.

კიტეიშვილმა გასულ უიქ-ენდზე ვენის „რაპიდთან“ მოგებულ მატჩში (4:1) შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდს გოლით და საგოლე პასით დაეხმარა. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელს 25 თამაშში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რაც მის ავსტრიულ კარიერაში საუკეთესო შედეგია.

გრაცის „შტურმი“ ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე იცავენ.

0.128586