ინგლისის ბულვარული მედიის მტკიცებით, “მანჩესტერ სიტის“ ესპანელი მესაჭის, პეპ გვარდიოლას ქალიშვილი, მარია გვარდიოლა უკვე კარგა ხანია რაც ლონდონის “ტოტენჰემში“ მობურთალ, ნიგერიული წარმოშობის ინგლისელ ფეხბურთელს, დელე ალის ყვარობს და ბოლო დროს ეს ტრფიალი დაუფარავი გახდა.
ყველაფერში ცხვირის ჩამყოფმა ჟურნალისტებმა ინგლისის დედაქალაქის ერთ-ერთ ცნობილ ღამის ბარში მარია გვარდიოლა და დელე ალი სრულიად პიკანტურ ვითარებაში დააფიქსირეს, როდესაც მობურთალსა და ცნობილი მწვრთნელის ქალიშვილს დიდი და გემრიელი მტლაშა-მტლუში ჰქონდათ გაჩაღებული.
20 წლის სტუდენტ მარია გვარდიოლასათვის სოციალური ქსელები სულაც არაა უცხო ხილი და ამ ამბის გავრცელებიდან მალევე, პეპის პირმშომ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას და შავტუხა მობურთალს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს, რასაც ცხადია არავინ იჯერებს.