ფეხბურთი

17:04 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდიმ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, არგენტინელმა შემტევმა პარიზელთა ხელმძღვანელობას წასვლის სურვილის შესახებ აცნობა.

იკარდი იმედგაცრუებულია, რომ სათამაშო პრაქტიკა სასურველი დოზით არ აქვს და ეცდება ნავსაყუდელი შეიცვალოს. ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არც პსჟ-ში არიან და გავრცელებული ცნობით, 35 მილიონი ევროს შემთხვევაში იკარდის შეელევიან.

საინტერესოა, რომ 2020 წელს მაუროს გამოსასყიდად პარიზელებმა "ინტერს" 50 მილიონი ევრო გადაუხადეს. თუმცა, ფეხბურთელმა მოლოდინი ვერ გაამართლა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ მაურო იკარდის ყველაზე აქტიურად „იუვენტუსს“, „რომასა“ და ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10231