ავსტრიის ბუნდესლიგის 20-ე ტურში „რედ ბულ ზალცბურგმა“ შინ ვენის „რაპიდს“ 2:0 მოუგო, მასპინძელთაგან დუბლი მიითვალა პატსონ დაკამ.
„ზალცბურგმა“ 45 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუღწეველი გახდა.უახლოესი მდევარი კი სწორედ „რაპიდია,“ რომელსაც 33 ქულა აქვს.
„ზალცბურგი“ ზედიზედ მერვედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი. ჯამში კი ქვეყნის პირველობა მას 15-ჯერ მოუგია. ამ მხრივ, რეკორდსმენი „რაპიდია“ – 32 ტიტული.