თამაშგარე

13:54 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ინსტაგრამზე“ გულაცრუებული საბრინა ბრაზილი

მრავლისშემძლე ამერიკელი კალათბურთელის კევინ დურანტის გულისსწორი, მოდელი საბრინა ბრაზილი საყოველთად ცნობილი სოციალური ქსელებში აქტიურობით გახდა და ამ თვალსაამო ასულს დურნანტმა სწორედ დალოცვილი ინტერნეტის საშუალებით მიაგნო.

ახლა კი საბრინა ამბობს, რომ “ინსტაგრამი“ ზედმეტად ბევრ დროს აკარგვინებს და არაა შორს ის დრო, როდესაც სოციალურ ქსელებში საკუთარ პროფილებს გააუქმებს. ამერიკის ბულვარულმა მედიამ საბრინა ბრაზილის ეს განცხადება რასაკვირველია საეჭვოდ მიიჩნია, რადგან ადამიანი ნაკლებად იშორებს იმას, რამაც პოპულარული და ცნობადი გახადა.

მავანნი იმასაც ამბობენ, რომ სოციალური ქსელებისადმი საბრინა ბრაზილის გულაცრუება გლობალური პანდემიის “დამსახურებაა“ და რაკი ეს გოგონა ვეღარ ახერხებს სხვადასხვა ჩვენებებში მონაწილეობას, ამის გამო გულს დარდი იმდენად მიეძალა, რომ ათასგვარ აბდაუბდას მიედ-მოედება.

0.131071