ფეხბურთი

11:34 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "ყველაფერი დასრულებულად არ მიმაჩნია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „რომასთან“ გამარჯვების შემდეგ (6:2) კომენტარი გააკეთა. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა გაშვებული გოლების დროს ბავშვური შეცდომები დაუშვა და ჯერ ყველაფერს დასრულებულად არ მიიჩნევს.

„არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ. კარგად ვითამაშეთ, თუმცა, ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია. მათ ორი გოლი ორი საგოლე მომენტით გაგვიტანეს, „აიაქსთანაც“ „რომას“ ცოტა საგოლე მომენტები ჰქონდა. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ჩვენი შანსების უმეტესობა გამოვიყენეთ.

ხასიათი გამოვავლინეთ იმით, რომ დავბრუნდით თამაშში და თავი არ დავკარგეთ. პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი კარგად არ ვითამაშია, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ. ორივე გოლი ბავშვური შეცდომებით გავუშვით და ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, იტალიაში გაიმართება.

0.114122