კალათბურთი

20:38 | 29.04.2021 | ნანახია 1544 - ჯერ

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტზე ცნობილია

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კალენდარიც ცნობილი გახდა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობას ბელგიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს, რომელიც 2022 წლის 1 სექტემბერს გაიმართება. A ჯგუფის კალენდარი ასეთია:

1 სექტემბერი

ბელგია - საქართველო

ესპანეთი - ბულგარეთი

თურქეთი - რუსეთი

3 სექტემბერი

საქართველო - ესპანეთი

რუსეთი - ბელგია

ბულგარეთი - თურქეთი

4 სექტემბერი

ბულგარეთი - რუსეთი

თურქეთი - საქართველო

ესპანეთი - ბელგია

6 სექტემბერი

ბელგია - თურქეთი

რუსეთი - ესპანეთი

საქართველო - ბულგარეთი

7 სექტემბერი

საქართველო - რუსეთი

თურქეთი - ესპანეთი

ბულგარეთი - ბელგია

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, B ჯგუფს კიოლნი, C ჯგუფს მილანი D ჯგუფს - პრაღა. პლეი-ოფის მატჩები კი ბერლინშია დაგეგმილი. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გავა და 16 ნაკრები ასპარეზობს პლეი-ოფში, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე აქამდე ოთხჯერ - 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში ზედიზედ ოთხჯერ აქვს ნათამაშები.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:56 | 01.05.2021
a_reversi (280)

პირველ თამაშში რუსეთი ან თურქეთი ჯობდა
ასეთი ხალხი ვართ ფავორიტის სტატუსს ვერ ვიყენებთ ხოლმე დასაწყისში უფრო ანდერდოგად გვირჩევნია თამაში არვიცი მუხტის ბრალია თU რისი გასაგებია რომ ემოციური ხალხი ვართ მაგრამ ცოტა უცნაური ფენომენია
ჰოლანდია არ უნდა განმეორდეს

20:19 | 30.04.2021
qomagi (1575)

მინიმუმ ოთხეულში მოსახვედრად ბელგიას და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ, მაგრამ მარტო ოთხეულში მოხვედრა წესით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რადგან რაც უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, მით უფრო მეტი ქულა გადაგვყვება მომდევნო ეტაპზე და უფრო სუსტ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში თუ შემდეგ მეოთხედფინალში გავედით, ნუ სუსტი უკვე ამ ეტაპზე პირობითი ცნებაა.

00:24 | 30.04.2021
zarzuela777 (8)

ვფიქრობ მინიმუმ ბელგიას, ბულგარეთს და რუსეთს მოვუგებთ!!!

21:48 | 29.04.2021
dubligi (1492)

ჯერ მთავარი მინიმუმია..ანუ 2-3 თამაშის მოგება..ვფიქრობ პირველი თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც ადრე ჰოლანდიასთან დაგვემართა, არ უნდა დაგვემართოს..

21:38 | 29.04.2021
გუგა80 (1551)

ძალიან მაგარია!!!
ძალიან კმაყოფილი ვარ!
სუპერ ჯგუფია!!!
კალენდარიც იდეალურია!
მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

0.12765