კალათბურთი

16:07 | 29.04.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ევრობასკეტ 2022: წილისყრის შედეგები და საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ის 5 გუნდი, რომელიც თბილისში ჩამოვა.

წილისყრამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში რუსეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებდნენ. წილისყრის შედეგად კი კიდევ სამი ნაკრების ვინაობა გახდა ცნობილი - ესპანეთი, ბელგია და ბულგარეთი.

ევრობასკეტის წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი

ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია, ბულგარეთი

B ჯგუფი

საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, გერმანია უნგრეთი, ბოსნია

C ჯგუფი

საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, უკრაინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი

D ჯგუფი

სერბეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, B ჯგუფს კიოლნი, C ჯგუფს მილანი D ჯგუფს - პრაღა. პლეი-ოფის მატჩები კი ბერლინძია დაგეგმილი. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გავა და 16 ნაკრები ასპარეზობს პლეი-ოფში, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე აქამდე ოთხჯერ - 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში ზედიზედ ოთხჯერ აქვს ნათამაშები.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:20 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რათქმაუნდა ადვილი ჯუფია, აქედან არ უნდა გაგვიჭირდეს გასვლა

07:21 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აქედან რომ ვერ გავიდეთ მაშინ არაფერზე არ უნდა გვქონდეს პრეტენზია

17:38 | 09.08.2023
mikamika (1780)

რანაირი შესარჩევია
ლამის ყველა გადის. დაამატონ ბარემ ის 8 გუნდიც და პირდაპირ ჩაატარონ ხოლმე, უფრო ხშირად

16:22 | 08.08.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ანუ მხოლოდ დანიის ჯობნა მოგვიწევს, რომელიც კალათბურთში არაფერს წარმოადგენს.
თუ გადავხედავთ ჯგუფებს, საკმაოდ გაგვიმართლა.

0.06502