ფეხბურთი

17:40 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში 1/16-ფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა.

ყველაზე დიდი სენსაცია „დინამო თბილისის“ გავარდნაა, რომელიც თასის გათამაშებას ასე ნაადრევ ეტაპზე პირველად დაემშვიდობა. გიორგი ნემსაძის გუნდი ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის არენაზე გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი 53-ე წუთზე გავიდა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთს შალვა ექვთიმიშვილმა დაამატა და ქობულეთური გუნდი დააწინაურა. მათ ანგარიშის გაზრდა 74-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეეძლოთ, როდესაც შეხვედრის მტავარმა არბირტმა დედაქალაქური გუნდის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ჩელებაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ გიორგი ყრუაშვილმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა და გოლი არ ჩათვალა.

საბოლოოდ „დინამომ“ მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო და გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი მერვედფინალში გავიდა.

გორის „დილას“ ძალიან გაუჭირდა „ვიტ ჯორჯია 2-თან“ და მხოლოდ პენალტების სერიაში მიაღწია სასურველ მიზანს, ხოლო „დინამო ბათუმმა“ „რუსთავი“ უპრობლემოდ 2:0 დაამარცხა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდებიდან თასის გათამაშებას „სამტრედია“ და „ტორპედო“ დაემშვიდობნენ. გია ცეცაძის გუნდი დამატებით დროში ბოლნისის „სიონთან“ დამარცხდა, ხოლო „ტორპედო“ მარტვილის „მერანთან“ პენალტების სერიაში.

„სამგურალი 2“ – „თელავი“ 1:3

„სიონი“ – „სამტრედია“ 4:2 (დ.დ)

„გაგრა“ – „დინამო ზუგდიდი“ 5:2

„მერანი მარტვილი“ – „ტორპედო“ 0:0 პენ: 3:1

„რუსთავი“ – „გაგრა“ 0:2

„ვიტ ჯორჯია 2“ – „დილა“ 0:0 პენ: 6:7

„მერანი თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 2:5

„შუქურა“ – „დინამო თბილისი“ 1:0

„სპაერი“ – „საბურთალო“ 0:1

„დინამო თბლისი 2“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:1

„დიდუბე“ – „გორი“ 1:2

„მაღაროელი“ – „სამგურალი“ 0:3

„გურია“ – „ჩიხურა“ 1:2

„ლეგიონი“ – „შევარდენი“ 0:5

„ზესტაფონი“ – „არაგვი“ 1:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114232