ჭიდაობა

20:07 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ამინაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველი და ერთადერთი ფინალისტი ჰყავს - სანდრო ამინაშვილი. ის ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო მის გარდა, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხვალ ბექა ლომთაძეს ექნება.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად იტალიელ სიმონე იანატონის 11:0 აჯობა, მერე პოლონელი სებასტიან იეზიერჟანსკი 5:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ბელარუს ალი შაბანაუს 3:2 აჯობა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც ხვალ რუს არტურ ნაიფონოვს დაუპირისპირდება.

61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ასპარეზობა ბელარუს ჯიმჩიკ რინჩინაუსთან ადვილი გამარჯვებით (12:0) დაწყო, რასაც მოლდოველ ლეომიდ კოლესნიჩთან გამარჯვება მოჰყვა (14:8). ნახევარფინალში ბექა უკრაინელ ანდრეი ჟელეპთან მარცხი განიცადა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ სერბ ჰეტიკ ჩაბოლოვს სძლია (10:7), მერვედფინალში ესტონელი აიმარ ანდრუსე 13:8 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ბოლო წამებზე სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვთან 5:6 წააგო და ოქროს მედლის შანსი დაკარგა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე განიცადეს მარცხი ირაკლი მწითურმა (92 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). მწითური ბულგარელ ახმედ მაგამაევთან 2:5 დამარცხდა, ხოლო ნაკრების ლდერ პეტრიაშვილს კენჭისყრის შედეგად მთავარ კონკურენტ ტაჰა აკგულთან პირველივე შეხვედრაში მოუწია დაპირისპირება და 1:6 წააგო, რის შედეგადაც მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110438