ფეხბურთი

23:09 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იანგ ბოიზი" შვეიცარიის ჩემპიონი სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე გახდა

ბერნის „იანგ ბოიზი“ შვეიცარიის ჩემპიონ სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გახდა. ხერარდო სეოანეს გუნდი მეორეადგილოსან „ბაზელს“ 24 ქულით უსწრებს და ცხადია, უკვე ოფიციალურად გახდა ჩემპიონი.

„იანგ ბოიზმა“ განვლილი ტურებიდან 19-ჯერ იმარჯვა, 9-ჯერ ფრე ითამაშა და ერთადერთხელ დამარცხდა.

სხვათა შორის, ბერნელები ზედიზედ მეოთხედ გახდნენ შვეიცარიის ჩემპიონები, მაშინ, როდესაც 2017-2018 წლების სეზონამდე ეს ტიტული 32 წელი არ ჰქონდა მოგებული.

თეგებიიანგ ბოიზი
0.130757