ჭიდაობა

17:23 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და უკვე ცნობილია გუნდის შემადგენლობა. პოლონეთში საქართველოს ღირსებას შემდეგი მოჭიდავეები დაიცვაენ.

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ირაკლი ძიმისტარიშვილი

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - ჯონი ხეცურიანი

72 კგ - შმაგი ბოლქვაძე

77 კგ - საჩინო დავითაია

82 კგ - აივენგო რიკაძე

87 კგ - თორნიკე ძამაშვილი

97 კგ - გიორგი მელია

130 კგ - იაკობ ქაჯაია

ვლადიმერ გეგეშიძის ხელმძღვანელობით, სამწვრთნელო შტაბის წევრებთან: ბექა როყვასთან, შალვა გადაბაძესთან და შმაგი სალთხუციშვილთან ერთად, ჩვენი ნაკრები, ევროპირველობის წინ დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის. პოლონეთში გუნდი 21 აპრილს გაემგზავრება და 23-25 აპრილს იასპარეზებს.

23-24 აპრილი - 55-63-77-87-130 კგ

24 25 აპრილი - 60-67-72-82-97 კგ

0.125403