თამაშგარე

12:26 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაკას მეორე ცოლი შეშფოთებულია

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა ორი წლის წინ ხელმეორედ დაქორწინდა და მისი ამჟამინდელი ცოლი, პირველის მსგავსად თანამემამულე თვალსაამო მოდელია, რომელთანაც სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა საბოლოოდ მიიღო დაქორწინების გადაწყვეტილება.

ცოლ-ქმრული ორწლიანი ურთიერთობების შემდეგ, კაკას ახალი ცოლი კაროლინა დიასი, მის წინამორბედზე და სეხნიაზე, კაკას ყოფილ ცოლზე კაროლინ სელიკოზე ამბობს, რომ ამ ქალისგან მოსვენება აღარა აქვს და უკვე შიშით ეცნობა ბრაზილიურ პრესას სადაც დიდი შანსია, რომ კაროლინ სელიკომ მათზე საშინელებები ილაპარაკოს.

სხვათა შორის, ამ ამბავზე რამდენიმე თვის წინ კაკამაც დაიწუწუნა და აღიარა, რომ ძალიან აწუხებს ყოფილი ცოლის და მისი პირველი შვილის დედის ასეთი საქციელი, თუმცა ვერაფერს შეცვლის. ისე კი კაკამ ისიც უნდა აღიაროს, რომ კაროლინ სელიკოს ძალიან ცუდად მოექცა და იმ დროს მიატოვა, როდესაც ყოფილმა ცოლმა მისი ახალი ურთიერთობების შესახებ არაფერი იცოდა.

0.119227