თქვენს წინაშე ფოტოზე წარმოდგენილი ქალბატონი 26 წლის ნიგერიელი სპორტსმენი ამანატ ოდრისაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ტაეკვანდოში ნიგერიის ეროვნულ ჩემპიონატში რვა თვის ორსულმა იასპარეზა და ოქროს მედალსაც დაეუფალა.
დაგვეთანხმებით, ყოველდღე არ ხდება, როდესაც სპორტულ ტურნირში რვა თვის ორსული ქალი ჯერ ჩაბმულიყოს და მითუმეტეს გაემარჯვოს. ისიც უნდა ვთქავთ, რომ ბევრგან ორსული ქალბატონების სპორტში ჩართვა აკრძალულიც კი იყო, რაც ცხადია ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობით იყო ნაკარნახევი.
ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამანატ ოდრისა ნიგერიის ჩემპიონი ტაეკვანდოს ისეთ სახეობაში გახდა, სადაც სპორტსმენებს ერთმანეთთან კონტაქტი და შესაბამისად რეალური შებრძოლება არ უწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ორსულ ქალს ორთაბრძოლაში ჩაბმის უფლებას უბრალოდ არ მისცემდნენ.