ყაზახეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ტობოლის“ ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ჟეტისუ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, ხოლო ელგუჯამ 74-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩვენებური 78-ე წუთზე შეცვალეს და მან „ტობოლის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა (4 თამაშში).
„ტობოლი“ ოთხი ტურის თავზე 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 აპრილს „კაისარს“ დაუპირისპირდება