ფეხბურთი

16:40 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის სადებიუტო, ეფექტური გოლი და საგოლე პასი სამხრეთ კორეაში (+VIDEO)

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაიმ“ K ლიგის მერვე ტურში „სეულს“ უმასპინძლა და და ქართველი ფეხბურთელის ლიდერობით 3:2 დაამარცხა.

ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, სხვათა შორის, პირველად და ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. მან 29-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა. მარცხენა ფლანგიდან დრიბლინგის შედეგად საჯარიმოში შეიჭრა და კიმ მინ-ჯუნს ისღა დარჩენოდა ახლო მანძილიდან გაეტანა, რითაც ანგარიში 1:1 გახდა.

76-ე წუთზე ყაზაიშვილი კიდევ ერთხელ იყო შეუჩერებელი - ამჯერადაც წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, ოღონდ შეტევა თავად დაასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა, რის შედეგადაც თავისი გუნდი დააწინაურა (2:1), ხოლო საბოლოოდ მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს. 28 წლის შემტევ ნახევარმცველს ახალ გუნდში 4 თამაში აქვს ჩატარებული (ჯამში 173 წუთი), გოლი და საგოლე პასი პირველად მიითვალა.

„ულსან ჰიუნდაი“ მოგეხსენებთ, აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორია. K ლიგაში კი 8 ტურის თავზე 17 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „იეონბუკს“ ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121703