6 ოქტომბერს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული, თბილისის „დინამო“ ახალი 2014-15 წლების სეზონისათვის მზადებას შეუდგა.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „დინამოს“ პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.
„ძველი შემადგენლობიდან „დინამომ“ ახალი კონტრაქტი გიორგი გამყრელიძეს, ბესიკ ლეჟავას, გიორგი ორმოცაძეს და გიორგი ვახანიას გაუგრძელა. ქართველი კალათბურთელებიდან მიხეილ ჭოჭუა „რუსთავში“ ჩაირიცხა. ჭოჭუასთან ერთად ახალ სეზონში „დინამოში“ არც იოსებ ლეჟავა, იოსებ ბიბილური, ზეზვა ლილუაშვილი, ზვიად ანთაძე, გიორგი თვალაბეიშვილი და ლეგიონერები ქიენ კარტერი, მილოშ პესიჩი, ბოშკო სტოიაკოვიჩი და სტევან მილოშევიჩი ითამაშებენ“ - გვითხრა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის გუნდებიდან „ქუთაისი-2010“-ის, „რუსთავის“, „ბათუმი-რსუს“, „ოლიმპის“, „სოხუმისა“ და „შსს აკადემიას“ შემდეგ, მე-7 გუნდია „დინამო“, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლის მფლობელ „არმიას“, ამ გუნდს ახალი სეზონისათვის მზადება ჯერ არ დაუწყია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მილოშევიჩი მაგარი იყო
აუ ვინც გაუშვეს გული დამწყდა და ლეგიონერებიდან კარტერზე და მილოშევიჩზე
დინამო სერიოზულო ძალა იქნება
stripslashes((strlen('http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/Dinamo_Tbilisi/90')>0?'http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/Dinamo_Tbilisi/90':'http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/Dinamo_Tbilisi/90'))
ვინ არ ითამაშებს ის კი არა!!! ვინ ითამაშებს ის დაწერე შე კვერცხო!!!!!!!!
"ტეტა" რა დხეშია ჟურნალისტიკა, ესეთი უვიცები რომ ხართ, მიტომაც გიბედავთ კოკოშკოვი და არ გხვდებათ!!!!
ზეგ დაწერს ალბათ თორე ლონდარიძე, დიდია და მათიაშვილიც დინამოში არიან
4 კაციანი გუნდია დინამო ? მეტი ინფორმაცია არ გაქვთ ბატონო როლანდ !!!!!!!!!!