2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ესპანეთის ნაკრების მცველი, პაუ ტორესი, შესაძლოა, მალე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდეს, „ვილიარეალის“ მცველი დიდად ყოფილა დაინტერესებული ნისლიან ალბიონზე გადაბარგებით - გვამცნობს Manchester Evening News.
მანჩესტერელთა ხელმძღვანელობაც ფიქრობს, რომ ესპანელი მათ გამოადგებათ, ჰარი მაგუაირს შეუწყვილებენ დაცვის ცენტრში.
„ვილიარეალი“ პაუს 60 მილიონ ევროდ აფასებს. კონტრაქტი კი „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ ტორესს 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.