ფეხბურთი

19:36 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრების სამზადისი: ზლატანი ვარჯიშობს, ჰენრიკ ლარსონი გულდაწყვეტილია

შვედეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება. იანე ანდერსონის გუნდმა სტოკჰოლმში ივარჯიშა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. გამოჯანმრთელდა ლივერპულის „ევერტონის“ მეკარე რობინ ოლსენი, რომელსაც პრემიერლიგაში ბოლო მატჩი კუნთის ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ ამჯერად გუნდთან ერთად ივარჯიშა. აგრეთვე ვეტერანმა მცველმა და კაპიტანმა ანდრეას გრანქვისტმა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა და ანდერსონს დიდი კრიტიკა აქვს მისი გამოძახების გამო.

ინდივიდუალურად ივარჯიშა რუსული „კრასნოდარის“ თავდამსხმელმა მარკუს ბერგმა, რომელსაც ზურგი აწუხებს და როგორც მან განაცხადა ტკივილები ისევ აქვს. ბერგს 21 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა და „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბის წევრმა ჰენრიკ ლარსონმა კი იანე ანდერსონს არჩევანი დაუწია და განაცხადა, რომ მისი შვილი, ჯორდან ლარსონი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა. მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი. როგორც ჰენრიკმა აღნიშნა, მისი შვილი საოცარ ფორმაში გახლდათ და ინგორირება რთული იყო.

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 25 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.116317