ფეხბურთი

16:33 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რა ბედი ელის რონალდ კუმანს „ბარსელონაში“?

რონალდ კუმანისთვის ადვილი არ იყო „ბარსელონაში“ მუშაობის დაწყება. კლუბის წინა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, ის შარშან გუნდის გადასახალისებლად მიიყვანა და ურთულესი მისია დააკისრა.

ჯერ ერთი, ნიდერლანდელს ლუის სუარესი უნდა გაეშვა გუნდიდან, ასეთი იყო ხელმძღვანელობის სურვილი. კუმანმა წარმატებით შეასრულა ეს დავალება. თუმცა, ხვდებოდა, რომ ერთგვარი ჯალათის როლი იტვირთა. როგორც ჩანს, სუარესმა დღემდე არ იცის რატომ გაუშვეს გუნდიდან და ახლა „ატლეტიკოში“ ცდილობს თავისი პროფსარგებლიანობის დამტკიცებას.

შემდეგ იყო მესის საგა. არგენტინელს თითქმის გადასულად თვლიდნენ თავის ყოფილ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან „მანჩესტერ სიტიში,“ მაგრამ ლეო დარჩა.

გამოჩდნენ ახალგაზრდებიც. ვთქვათ, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელე. საქმეებიც ნელ-ნელა გამოსწორდა. საშინელი სტარტის კვალად, დღეს „ბარსელონა“ პრიმერას ცხრილში 27 ტურის შემდეგ 59 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ოთხი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს.“

ქვეყნის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც 17 აპრილს ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება. ანუ, თეორიულად, წლევანდელ სეზონში დუბლის შესრულება კიდევ შეუძლია.

ეგ არის, ჩემპიონთა ლიგიდან ჭრიალით გამოვარდა, „პარი სენ-ჟერმენთან“ (1:4, 1:1) წააგო.

მაგრამ ახლახან ვითარება შეიცვალა. ბარტომეუ დაიჭიერეს, ახალი პრეზიდენტი კი ჟოან ლაპორტა გახდა, რომელიც კლუბში თავისი ხალხის მიყვანას აპირებს და ერთ-ერთი მთავარი მათგანი ამჟამად ყატარული „ალ-სადის“ მწვრთნელი, ახლო წარსულში კი კლუბის ლეგენდა ჩავია.

ჩავი არ მალავს, რომ ლაპორტა მისი მეგობარია, ხოლო „ბარსელონას“ გაწვრთნა დიდი ხნის ოცნება.

„ლაპორტას ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. საუკეთესო პრეზიდენტია მათგან, ვისთანაც კი მიმუშავია. ის წარმატებულია როგორც სპორტული, ასევე ეკონომკური თვალსაზრისით. ძალიან გამიხარდა მისი დაბრუნება (ლაპორტა „ბარსელონას“ 2003-10 წლებშიც თავკაცობდა), თითქმის ყოველდღე ვურეკავთ ერთმანეთს და მრავალ საკითხს განვიხილავთ.“ - უთხრა ჩავიმ ჟურნალისტებს.

ესპანური მედია კი წერს, რომ ლაპორტას ჩავის მთავარ მწვრთნელად დამიშვნა თითქმის გადაწყევტილი აქვს, საქმე მხოლოდ დროშია. თუ კუმანმა გუნდი ჩემპიონი გახდა, ეს ახალი პრეზიდენტისთვის საკმარისი იქნება, რომ ნიდერლანდელი კიდევ ერთი სეზონით დატოვოს თანამდებობაზე. სხვა თუ არაფერი, კუმანი ხომ 1992 წლის „უემბლის“ გმირია. მაშინ სწორედ მისი გოლით მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონამ“ იტალიურ „სამპდორიას.“ ის კატალონიელთა პირველი ჩემპიონთა თასი იყო...

თუ კუმანმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა, აქ უკვე ჩავის ვარიანტი ამუშავდება.

41 წლის ჩავიმ „ალ-სადთან“ ერთად უკვე ექვსი ტიტულის მოგება მოასწრო და მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ ისევ თამაშობენ მისი ყოფილი თანაგუნდელები: ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ლეო მესი, მაინც მზადაა დღესვე დაიკავოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი. ბევრი საინტერსო იდეა ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10823