სხვა

14:58 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა მოიგო (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-4 საშეჯიბრო დღეს მე-7 მაეგაშირა კაგაიაკს დაუპირისპირდა და სუკუინაგის ილეთით იმარჯვა.

ქართველმა სუმოისტმა იაპონელი მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და მისი დამარცხება არ გასჭირვებია. ეს კი აღნიშნული წყვილის მე-7 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩის 6 ბრძოლა მოგებულიუ აქვს და მასთან მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო.

გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 2 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და მინიმალურ დადებით ბალანსს ინარჩუნებს, მისი მომდევნო მეტოქე კი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. ტოჩინოშინი იაპონელ მებრძოლს კარიერაში 17-ჯერ გაჯიბრებია და მინიმალური დადებითი ბალანსი: 9 მოგება და 8 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126035