ფეხბურთი

20:10 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„უიპეშტის“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებური Csakfoci-მ გამოარჩია.

ბერიძემ გასულ ტურში „კიშვარდასთან“ (3:0) ბრწყინვალედ ითამაშა და პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ მეორე ნახევარში გიორგის არც უთამაშია და მთავარმა მწვრთნელმა გადატვირთული გრაფიკის გამო დაასვენა.

ბერიძეს უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო უნგრეთის თასზე 2 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

23 წლის გარემარბის კარგი ფორმა ვილი სანიოლს არ გამორჩენია და მას საქართველოს ნაკრებში უხმო, რომლის რიგებში ბერიძემ 2018 წელს ორჯერ ითამაშა.

0.124953