ფეხბურთი

11:51 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსის რეალური - 100

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვინისიუსმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობში მე-100 მატჩი ჩაატარა. პრიმერას 25-ე ტურის შეხვედრაში „სოსიედადის“ წინააღმდეგ, მან 89-ე წუთზე გაიტანა და თავისიანები მარცხს გადაარჩინა (1:1).

მინდორზე ყოფნისას ვინისიუსი 20 წლის 7 თვისა და 17 დღის იყო. Marca-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ მაისურა 100-ჯერ უფრო ახალგაზრდულ ასაკში მხოლოდ სამ ფეხბურთელს მოურგია: რაულ გონსალესს (19 წლის 3 თვისა და 22 დღის), ხოსე ანტონიო კამაჩოს (20 წლის, 3 თვისა და 20 დღის) და იკერ კასილიასს (20 წლის, 4 თვისა და 2 დღის).

ვინისიუსი „რეალში 2018 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მან 22 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110635