ფეხბურთი

19:38 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია

ლევან მჭედლიძე კარიერას „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს. აჭარული გუნდის რიგებში 30 წლის ფორვარდი რამდენიმე დღე ვარჯიშობდა და დღეს მასთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, მჭედლიძის კარიერაში „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისის“ შემდეგ მეორე ქართული გუნდი იქნება. თბილისელთა რიგებში ის 2019 წელს თამაშობდა და 1 გოლი გაიტანა, სწორედ „დინამო ბათუმის“ კარში.

მჭედლიძის კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, სადაც „ემპოლისა“ და „პალერმოს“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 32 მატჩში 2 გოლია.

0.11741