თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის „ანკარაგიუჯუ“ სტუმრად „ჰატაისპორს“ ესტუმრა და 1:4 წააგო.
ანკარელები ტორგერ ბორვენმა მე-16 წუთზე დააწინაურა და მას საგოლე გადაცემა საბამ გაუკეთა. თუმცა, ტაიმის ბოლოს „ანკარაგიუჯუს“ ფეხბურთელი გაუძევეს და კაცნანკლულმა ვეღარაფერი გააწყო - 1:4.
მიმდინარე სეზონში ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ანკარაგიუჯუ“ ცუდ სეზონს ატარებს და 25 თამაშში მოპოვებული 20 ქულით ბოლო ადგილზეა.