კალათბურთი

22:42 | 21.02.2021 | ნანახია 1091 - ჯერ

ილიას ზუროსი: "მომავალში ნაკრებში ბევრ მოთამაშეს ველით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინეთთან (70:78) მარცხით დაასრულა. მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მომავალში ნაკრებში ბევრ კალათბურთელს ელოდება.

„ახალი ამერიკელი კალათბურთელი გვყავს, მაგრამ ადვილი არ არის თავიდანვე ისე ითამაშო, როგორც მანამდე თად მაკფადენი თამაშობდა, თან მან ტრავმა მიიღო. ბევრი მოთამაშე გვაკლდა, კაპიტანი შენგელია, ბითაძე, ახალგაზრდები ანდრონიკაშვილი და მამუკელაშვილი. მომავალში ბევრ მოთამაშებს ველით, როდესაც ყველა მზად იქნება და რა თქმა უნდა, შემდეგ მატჩებში კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში ასპარეზობა 4 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ილიას ზუროსის გუნდს ისედაც მოპოვებული ჰქონდა, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს. ჩვენს გარდა, ჯგუფიდან სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:15 | 23.02.2021
qomagi (1575)

ბულაშვილის თამაშს ეტყობა უმალავენ, დავიჯერო ერთ შანსს მაინც არ იმსახურებს ეს ბიჭი? არც მისი ახლობელი ვარ და საერთოდაც არ ვიცნობ, მისი თამაში ვისაც უნახავს, ნაკრების დღევანდელ კანდიდატებზე ნაკლები ნამდვილად არ არის.

23:12 | 22.02.2021
luka08 (622)

ბულაშვილის თამაში უნახავს ზუროსს ?

12:04 | 22.02.2021
giorgi200 (317)

ვილი ისიანი არაა ნაკრების დონის?

02:01 | 22.02.2021
rejimiler (736)

ევრობასკეტის ჯგუფების კენჭისყრა როდის არის ან მსოფლიოს შესარჩევი როდის იწყება??

00:52 | 22.02.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბევრია სამუშაო მაგრამ ტრაგიკული არაფერია შეიძლება ძალიან საინტერესო გუნდის აწყობა

00:07 | 22.02.2021
kolorado (229)

შერმადინი - ბითაძე

შენგელია-მამუკელაშცილი-სანაძე-ბურჯანაძე-ბეჟანიშვილი-ფევაძე

ცინცაძე-მაკფადენი-ფრენკამპი-ანდრონიკაშვილი-ბაქრაძე-ბერიშვილი-ბოქოლიშვილი .......

.... აქედან შეიძლება 12 მაგარი კაცის ამორჩევა

23:09 | 21.02.2021
pirlo (1162)

ისე ბეჟაშვილის ვილი ისიანის მერკვილაძის და გიგიბერიას ნახვაც შეიძლება ამერიკული კოლეჯებიდან, ახალგაზრდები არიან ჯერ მაგრამ კარგი სტატისტიკა აქვთ და ამერიკული კოლეჯების ჩემპიონატი რომ ჯობია ჩვენ და ბევრი ქვეყნის ჩემპიონატს ფაქტია

23:18 | 21.02.2021
eke99 (1362)

ra ver gaige rom zafxulshi sheudzliat marto chamosvla da manamde veranairad ver sheamocmeb!

23:05 | 21.02.2021
pirlo (1162)

შენგელია,შერმადინი,ბითაძე,მამუკელაშვილი,ბურჯანაძე,სანაძე,მაკფადენი,ანდრონიკაშვილი, ბერიშვილი,ცინცაძე და 2-3 კაცი გამოჩნდება კიდე ევრობასკეტამდე... დანარჩენებს აშკარად გამოცდილება აკლიათ რაც შეცდომებში და სროლებში ჩანს ელემენტარულ სიტუაციებში... თუმცა იმ 2-3 კაცს მაინც ბაქრაძე,კორსანტია,ბოქოლიშვილი,ფევაძე აქედან უნდა შეირჩეს

0.086086