საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინეთთან (70:78) მარცხით დაასრულა. მატჩის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს ცუდი მატჩების გამო ბოდიში მოუხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო დარბაზში არ იყვნენ, მაგრამ ტელევიზორით გვქომაგობდნენ და მინდა, პირადად ჩემი სახელით ბოდიში მოვუხადო მთლიანი პერფორმანსისთვის, არამხოლოდ დღეს, არამედ სერბეთთან მატჩისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთ ვითამაშებთ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ისე ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უკეთ იქნება“, - თქვა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში ასპარეზობა 4 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ილიას ზუროსის გუნდს ისედაც მოპოვებული ჰქონდა, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს. ჩვენს გარდა, ჯგუფიდან სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენს ბევრ მოთამაშეს დაბალი საკალათბურთო IQ აქვთ,ბევრ მომენტში გამოჩნდა, თუ გინდ 5 წმ-ანში დაკარგვას,, რა უბედურებაა...არ ველოდი ბექას და დუდას ასეთ სწორხაზოვან თამაშს ბევრი უაზრო დაკარგვით, და დაფარებებით... ამ კონტიგენტით შორს ვერ წავალთ, სერბეთთან გასაგებია, მაგრამ ფინეთთან ასე უშანოდ რომ მარცხდები თავისი შეფასება აქვს, ის რომ მე 3 ში ამოქაჩეს კარგია მაგრამ მერე რომ ვერ გააგრძელეს მწირ შესაძლებლობაზე მიანიშნებს, სამწუხაროდ ბურჯანაძეს და სანაძის არაფერი აქვთ მომატებული... გუნდს ვერ ქაჩავენ, ერთადერთი შევსებაზე თუ გამოადგებიან ნაკრებს, ამ თამაშებმა აჩვენა რომ ძლიერი გამთამაშებელი/მსროლელის გარეშე ნაკრებს შანსი არ ექნება ევროპაზე.