ფეხბურთი

19:53 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას გოლი უკრაინის პრემიერლიგაში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში ნიკა სიჭინავამ გოლი გაიტანა. „ინჰულეცის“ ქართველმა ფორვარდმა პოლტავას „ვორსკლასთან“ შეძლო თავის გამოჩენა და ამას გარდა, პენალტიც მოიპოვა.

22-ე წუთზე სიჭინავა მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ბარტულოვიჩმა ზუსტად დაარტყა, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. 62-ე წუთზე ნიკამ უკვე თავად გაიტანა, საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ეფექტური გოლით იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. თუმცა, „ვორსკლამ“ მაინც არ წააგო თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.

„ინჰულეცს“ 15 ტურში მხოლოდ ერთი მოგება აქვს, მაგრამ ცხრაჯერ ფრე ითამაშა და 12 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზეა. 26 წლის ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე კი 13 მატჩში 4 გოლია. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ის უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120106