საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ციკლში მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გუნდი თბილისში სერბეთის ნაკრებს დაუხვდა, რომელსაც პირველ წრეში ბელგრადში მოუგო.
თუმცა ამჯერად სერბების უპირატესობა ძალიან დიდი იყო და ადვილად მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა თამაში ცუდად დაიწყო და საწყის 6 წუთში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. თუმცა, მთლიანობაში მაინც პირველი პერიოდი მაინც თანაბრად წარიმართა და სტუმრებმა მხოლოდ 13:10 მოიგეს. იგივე სცენარი ჰქონდა მეორე მეოთხედს, ოღონდ უფრო შედეგიანი იყო და ამჯერადაც სამქულიანი სხვაობა დაფიქსირა - 21:24.
პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი წინ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში სერბეთის ნაკრები ცალსახა უპირატესობას ფლობდა. ყველაფერი სტუმართა სამქულიანებმა გადაწყვიტა, რადგან მათ ყველა სროლა წაუვიდათ და პერიმეტრზე მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოს ნაკრების დებიუტანტი კონერ ფრენკამპმა მეორე ტაიმის სატრტზე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ამერიკელმა სადებიუტო შეხვედრაში 19 წუთში 10 ქულის, 4 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოასწრო. ასევე 10 ქულა ჩააგდო 19 წუთში ბექა ბურჯანაძემ, ხოლო საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 35 წუთში 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. დუდა სანაძემ საქართველოს ნაკრებს 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საბოლოოდ, სერბეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს 26-ქულიანი უპირატესობით, 92:66 იმარჯვა.
სერბეთის ნაკრების გამარჯვება ძირითადად ორი კალათბურთელის ფანტასტიკურმა თამაშმა განაპირობა. ფილიპ პეტრუშევიჩმა 27 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო დანილო ანდრიუშიჩმა 22 ქულა და 5 პასი. აღსანიშნავია, რომ მან 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და სწორედ ამის ხარჯზე გარდატეხეს შეხვედრის მიმდინარეობა. მთლიანობაში სერბეთის ნაკრებმა 22-დან 13 სამქულიანი ჩააგდო და ეს ძალია მაღალი შედეგია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ საქართველოს ნაკრებს იმავე კომპონენტში მხოლოდ 23-დან 3 ზუსტი ტყორნა ჰქონდა.
ამრიგად, ილიას ზუროსის გუნდმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი მარცხი განიცადა და 4 გამარჯვების წილ 1 წაგება აქვს, ხოლო ბოლო ტურში 21 თებერვალს, ფინეთის ნაკრებს ისევ თბილისში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.
საქართველო - სერბეთი 66:92 (10:13, 21:24, 20:28, 15:27)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი წარმატება ნეტა ყველა ბურთიან სპორტში გვკონდეს როგორიც კალათბურთში გვაქვს,ზედიზედ მერამდენე ევრობასკეტს ვითამაშებთ მართლა აღარ მახსოსვს (ალბათ 6-ე იქნება) და ესეთი გარანტირებულად ფინალურ ეტაპზე თამაში და ეს ბოლო ევრობასკეტი მხოლოდ მასპინძლობის გამო რო არ გვაქვს გარანტირებული აგერ ფიბას ევრობის რეიტინგითაც ჩანს, რომელ ბურთიან სპორტში ვართ რეიტინგში ევროპაში 6 ადგილზე? ამ თამაშის განხილვას ჯობია ფრენკამპის ტრამვაზე გვკონდეს ინფორმაცია აჯობებდა.
მართალი ხარ
როდესაც მოწინააღმდეგეს სამქულიანები შენზე ამდენად უკეთესად მისდის, იქ მოგებაზე ფიქრი ზედმეტია. 10 სამქულიანით მეტის ჩაგდება კალათბურთში კოლოსალური უპირატესობას იძლევა. ეს მაღლებსაც უშლის ხელს ფარქვეშ თავისუფლად მოქმედებაში და პოზიციისთვის ბრძოლაში, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტიც უარესდება, რადგან მოწინააღმდეგე როცა ატყობს, რომ სამქულიანები არ მიგდის, ძირითად აქცენტს აკეთებს სამწამიანის დაცვაზე და ერთ შემტევზე ორი, ან სამი დამცველიც მოდის. ამიტომ დღევანდელ
დიდი ანგარიშით წაგებაშიი დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუ ბოლო წუთებს არ ჩავთვლით, ნორმალურად ითამაშეს ჩვენებმა ზემოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ და სამომავლოდ სამქულიანები ასეთი პროცენტით გამორიცხულია ხშირად ჩაგვიგდონ. დღევანდელმა თამაშმა ბელგიასთან თბილისური თამაში გამახსენა, იქაც სასწაულად წაუვიდათ ბელგიელებს სამიანები და სადღაც 30-მდე ქულით მოგვიგეს, არადა საქართველო უკეთესი გუნდი იყო მაშინ და შემდეგ წელს, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული რევანში აიღეს ჩვენებმა და იგივე ბელგიას 22 ქულით მოუგეს.
რა თქმა უნდა წავაგებდით ერთარერთი ძირითადი მოთამაშე გვყავდა @
ბიჭებო ჩვენი დაცვა რომელ კურორტზე ისვენებდა ხომ არ იცით

?
ამას მარცხს ეძახი კატოკივით გადაგვიარეს ერთი პერიოდი მაინც მოგეგოთ რა აზრი აქვს ასე ევროპაზე გასვლას???