ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი მცველებს შორის ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" უკანახაზელმა სერხიო რამოსმა გაიტანა. ესპანელმა საკლუბო დონეზე 103 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრების მაისურით 23-ჯერ გამოიჩინა თავი.
აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილზეა იაპონელი მარკუს ტულიო ტანაკა, რომელმაც საკლუბო დონეზე 96-ჯერ აიღო მეტოქის კარი, ხოლო ნაკრებში რვაჯერ გამოიჩინა თავი.
ამავე რეიტინგში მეოცე ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა გივი კვარაცხელიამ. IFFHS-ის მონაცემებით, გივიმ საკლუბო დონეზე 21-ე საუკუნეში 65 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერის განმავლობაში (XX საუკუნის ჩათვლით) 75-ჯერ აქვს მეტოქეთა კარი აღებული.
კვარაცხელიას უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: "თბილისის "დინამო", "კაუნასი", მინსკის "პატიზანი", რუსთავის "მეტალურგი", "ბოლნისის "სიონი", "დინამო ბრესტი", "ცხინვალი", "თბილისი", "ჩიხურა". ეროვნული ნაკრების მაისურით გივიმ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჟუნინიოს რა უნდა აქ. სხვა ჟუნინიოც ჰყავდა ბრაზილიას, მცველი ანუ?..