თამაშგარე

14:27 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერუელი ასული ოკეანეთა გაღმა-გამოღმა

გარნა თმენა არ ძალუძს? გარნა ანცია და თავღია? გარნა არრა იცის სიდინჯეი და სიმძიმე? თუმცაღა მაინც სხვა ფიქრი და ვნება აქვს ქალს მკვიდრსა ლათინთა მიწისა, პერუს ქუეყნისა, რომელსაც უხმობენ სინდი მეხიად და ქალმანა ამან ოდეს წამოდრაგნვა ქჰმნა ფოტოკამერისა წინაშე, ყოლველმან მამრმან იწყო კანკალი და ჭყეტვა თვალისა.

და არაა მხოლოდ მოდელობითა იქნა პირვექმნილი სინდი მეხია. სამიოდ წლისა უკან იგი იქმნა მსახიობად არაერთი სერიალისა ლათინოამერიკულისა, “საპნის ოპერად“ წოდებულისა. და სიკისკისეი მისი იხილვოდეს ყოველმან სერიალთმოყვარე დიასახლისმან ოკეანეთა გაღმა-გამოღმით.

მსურველნი ესე ქალისა, არიან ხელობითა მრავალ - მსახიობნი თუ მუშაითნი, ბიზნესმენნი თუ პოლიტიკოსნი. მაგრამ შორის ესე ოყლაყთა, დაწინაურდა მობურთალი პერუს ქუეყნისა, ვინმე არტურ გონსალვესი, კაცი ჩუმი და შემკრთალი, რომელიც ვერრა იჯერებს ბედნიერებასა მის თავზე, ოდეს სინდიმან შეიხსნა აზღუდი და შეიხსნა მრავალგზის!

0.118099