ფეხბურთი

17:35 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი შფოთიანი ტური

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურიც ხმაურიანი გამოდგა. ეპიცენტრი ქობულეთში იყო, სადაც ადგილობრივი “შუქურა” რუსთავის “მეტალურგს” მასპინძლობდა და სადაც ზღვისპირელთა პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა რევაზ ჩელებაძემ მსაჯის მიმართ თქვა: ჯერ ბათუმის “დინამოს” რა უქნა და ახლა ჩვენც დაგვშალაო. ხობელ არბიტრ ჯენერი ხორავას მართლაც ცხელი საღამო ჰქონდა, ორივე გუნდი რამდენჯერმე ითხოვდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნას. მინდორზე და ტრიბუნებზეც ძალიან დაძაბული ვითარება სუფევდა და ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ არბიტრს თანამსაჯებთან ერთად მსაჯთა ოთახში სიტუაციის ჩაცხრობამდე მოუწია ყოფნა. შემდეგ კი მათი უსაფრთხოდ გაყვანასა და სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებაზე თავად ჩელებაძემ იზრუნა. მსაჯების მიმართ ადრეც ხშირად გაისმოდა ხოლმე პრეტენზიები, ამასწინანდელი სკანდალის შემდეგ კი ზოგადად მათ მიმართ ნდობა დაიკარგა და ახლა ვითარების გამოსწორებას დრო სჭირდება.

“ზუგდიდი” დიდი ხნის შესვენების შემდეგ, პირველად თამაშობდა მშობლიურ ქალაქში. გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ზუგდიდელები ნავსს გატეხდნენ და სეზონში პირველ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სტუმარ ქუთაისელებს ვერაფერი მოუხერხეს და უგოლოდ გაეყარნენ. მეტიც, ერთ ეპიზოდში ლევან წურწუმიას წინააღმდეგ ვალერი აბრამიძემ ითამაშაA უხეშად, რასაც ფეხბურთელების შელაპარაკება და არეულობა მოჰყვა, გუნდური გაწევ-გამოწევაც დაიწყო, თუმცა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა სიტუაცია მალევე ჩააწყნარა, კინკლაობის წამომწყები წურუმია და აბრამიძე გააფრთხილა, ხოლო შოთა ლომია და მიხეილ მახვილაძე მოედნიდან გააძევა.

“სამტრედიამ” შინ ბათუმის”დინამო” დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ტურის გვიანი მატჩი “დინამო არენაზე” ერთობ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მარტვილელებმა ტოლი არ დაუდეს თბილისელებს, მეორე ტაიმში აჯობეს კიდეც. იყო ორი არჩათვლილი გოლი (ორივე მხარეს), დინამოელი ძარიას მიერ ვერგატანილი პენალტი. კიდევ რამდენიმე ძალიან ეფექტური მომენტი, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

ახლა სანაკრებო პაუზა იქნება და მომავალი ტური 18-19 ოქტომბერს გაიმართება.

4 ოქტომბერი

გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კაჭარავა (77), 1:1 კობა შალამბერიძე (88, პენალტით)


სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (17), 1:1 გიორგი ფოფხაძე (26), 1:2 ირაკლი მოდებაძე (45), 1:3 ბაჩანა არაბული (58), 1:4 რომან ახალკაცი (90)

გაძევება: ლადო ბურდული (84, “სიონის” მთავარი მწვრთნელი)


ზესტაფონი – კოლხეთი (ფოთი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (26), 1:1 დათა სიჭინავა (56)


5 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 თეიმურაზ ღონღაძე (76, პენალტით), 2:0 თორნიკე მუმლაძე (80)


ზუგდიდიტორპედო (ქუთაისი) 0:0

გაძევება: შოთა ლომია (79, ზუგდიდი); მიხეილ მახვილაძე (79, ტორპედო)


სამტრედიადინამო (ბათუმი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი პაჭკორია (37), 2:0 გიორგი მელქაძე (90+4)


შუქურა (ქობულეთი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვარლამ კილასონია (71, პენალტით)


დინამო (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 0:0


1.

დინამო (თბილისი)

8

5

2

1

14:6

17

2.

სამტრედია

8

5

1

2

10:6

16

3.

დილა

8

4

2

2

12:4

14

4.

სპარტაკი

8

4

2

2

7:7

14

5.

ტორპედო

8

3

4

1

8:5

13

6.

ჩიხურა

8

4

1

3

9:8

13

7.

მეტალურგი

8

3

3

2

10:8

12

8.

ვიტ-ჯორჯია

8

3

1

4

9:8

10

9.

დინამო (ბათუმი)

8

3

1

4

8:10

10

10.

გურია

8

2

4

2

7:13

10

11.

ზესტაფონი

8

2

3

3

16:11

9

12.

მერანი

8

2

2

4

6:8

8

13.

სიონი

8

2

2

4

9:13

8

14.

კოლხეთი

8

2

2

4

7:11

8

15.

შუქურა

8

1

4

3

5:12

7

16.

ზუგდიდი

8

0

4

4

4:11

4

მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123743