“ვიქტორია სიქრითის“ იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი არც ისე შორეულ წარსულში იტალიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდებისთვის იგლეჯდა კალთებს და სამართლიანად მიიჩნეოდა აპენინებზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და განსაკუთრებულ ლამაზმანად.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიანკას ქალიშვილი შეეძინა, საერთოდ დაივიწყა “სიყვითლე“ და თავიდან-ფეხებამდე ოჯახურ საქმეებში ჩაეფლო. აპენინელი ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ბიანკა ბალტიმ დამხმარე ქალიც კი არ აიყვანა და ერთადერთი შვილი საკუთარი ძალებით გაზარდა.
ბიანკა ბალტის ერთ-ერთი ჰობი მოგზაურობაა და ამ სიამოვნებაზე უარი მას მაშინაც კი არ უთქვამს, როდესაც თვეების შვილი ჰყავდა. ქალიშვილთან ერთად თითქმის მთელს მსოფლიოს შემოუარა და მრავალ საზღვაო კურორტზე გამოამზეურა თავისი დიდებული სხეული.