კალათბურთი

21:33 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი

მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა მეორე სატიტულო მატჩი წააგო და ისევ ალ გარაფასთან. ყატარის თასის გათამაშების ფინალში ქართველმა ფორვარდმა დიდებულად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 77:86. ბერიშვილის გუნდმა მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ბოლო პერიოდში ძალები აღარ ეყო და პერიოდის 15:24 წაგების შემდეგ ფინალური შეხვედრაც დათმო.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს 24 იანვარს, ყატარის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, რომელშიც ბერიშვილს არ უთამაშია და რომელიც ალ შამალმა უშანსოდ წააგო.

თასის ფინალში ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 40:00 წუთში ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მიხეილმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5-ვე ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. მიშას სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ეს შედეგი ვერავინ გადაფარა.

GBF.GE

0.125134