ბოლო წლებში ცნობილი ლამაზმანების მიერ საფეხბურთო კლუბების შეძენამ იმდენად მასობრივი სახე მიიღო, რომ ბევრს აღარ გაკვირვებია ცნობილი ჩილელი მოდელის, ჟურნალ “ფლეიბოის“ გარეკანის მუდმივი სტუმრის, დანიელა ჩავესის გაკეთებული განცხადება კლუბის შეძენასთან დაკავშირებით.
დანიელამ ამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად შეიძინა ჩილეს საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამელიგელი საფეხბურთო კლუბი სახელად “დეპორტივო რინკაგუა სერი“ და შეძენისთანავე განაცხადა, რომ სულ მალე ამ კლუბს არამხოლოდ ჩილეს მასშტაბით, არამედ მთელს ლათინურ ამერიკაში გამორჩეულად აქცევს.
ჯერჯერობით არაა ცნობილი დანიელა ჩავესი ახლადშეძენილ აქამდე უცნობ გუნდში რა რაოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებს, ანდა თუ აქვს გეგმა სხვა ინვესტორების მოსაზიდად, მაგრამ საკუთრივ ამ ქალის სახელი იმდენად ქუხს, რომ კლუბისადმი ცნობადობა არნახულად რომ გაიზრდება - ცხადია.