„დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შიდა ქართლელთა ვებგვერდის ცნობით, გამოცდილ ფორვარდთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
28 წლის კაპანაძე გასულ სეზონში „დინამო თბილისში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე კარიერის გამორჩეული წლები ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა. ერთი ხანობა ის „სამტრედიას“ ღირსებასაც იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ გორის „დილამ“ კაპანაძის გარდა, ანდრო ნემსაძეც გაიფორმა.