უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნგრელი მოდელი ბარბარა პალვინი გახლავთ, რომელმაც შარშან კონტრაქტი სამოდელო სახლ “ვიქტორია სიქრითთან“ გააფორმა და ამის შემდეგ ამ მართლაც რომ მშვენიერი ასულის ისედაც თვალწარმტაც კარიერაში მხოლოდ და მხოლოდ აღმავლობაა.
ბარბარას პოპულარობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კარგად “გაციებული“ არ იყო, როდესაც უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების მესვეურებმა ესოდენ წარმატებულ თანამემამულე მოდელს ნაკრების თილისმის სტატუსი შესათავაზეს, რისი წინააღმდეგები ცხადია არც უნგრელი ქომაგები ყოფილან.
ბარბარა პალვინი აღიარებს, რომ ფეხბურთის არაფერი გაეგება, მაგრამ რაკი მისი იმიჯი სამშობლოს და ქვეყნის უმთავრეს გუნდს ჭირდება, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი, არასოდეს დაიზარებს ბუდაპეშტის სტადიონის ტრიბუნაზე წამოსკუპებას. უნგრეთის ბოლო დროს არცთუ წარმატებული ეროვნული გუნდის გასაპიარებლად მეტი პრინციპში არცაა საჭირო...