ფეხბურთი

1:42 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას დებიუტი "ვალანსიენში" და დრამატული ფრე

ფრანგული „ვალანსიენის“ რიგებში საქართველოს ნაკრების კაპიტნის,ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა. ლიგა 2-ის 21-ე ტურში „ვალანსიენი“ სტუმრად „შატორუს“ დაუპირისპირდა და ჯაბამ 90 წუთი ითამაშა.

შეხვედრა დრამატული გამოდგა. ჯერ „შატორუ“ იგებდა ორჯერ (1:0, 2:1), ხოლო 83-ე წუთზე კანკავას თანაგუნდელები დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს გაუშვეს და ფრე - 3:3. აღსანიშნავია, რომ „ვალანსენში“ კანკავას დარად დებიუტი ჰქონდა გაეტან რობაილს, რომელმაც 3 საგოლე პასი მიითვალა.

ჯაბამაც კარგად ითამაშა, ყოველშემთხვევაში სადებიუტო მატჩის კვალობაზე განსაკუთრებით. „ვალანსიენი“ ლიგა 2-ში 20 თამაშში მოპოვებული 28 ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112226