ჭიდაობა

2:15 | 17.01.2021 | ნანახია 2176 - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 9 მედალი და გუნდური პირველობა საფრანგეთის გრან პრიზე!

საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრებმა ნიცაში, ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე ფანტასტიკური შედეგი აჩვენა და 9 მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო! ნიშანდობლივია, რომ ხალიჩაზე ჯამში 10 ქართველი მოჭიდავე გავიდა.

ოქროს მედლები ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს. პეტრიაშვილმა ფინალში პოლონელი მეტოქე, ბარანი 7:2 დაამარცხა, კენჭაძემ პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:1 აჯობა ფრანგ ალეკმას, იაკობიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველი მიჰაილ სავა მარტივად, 10:0 დაამარცხა, ლომთაძემ კი ბელგიელ აიუბ მუსაევს 8:1 აჯობა.

ფინალში კიდევ ორი ქართველი იყო გასული. დავით ტლაშაძემ (74 კგ) გადამწყვეტ შეხვედაში ფეხის ტრავმის გამო ჭიდაობა ვერ მოახერხა და ამიტომ, ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ამერიკელ კაილ სნაიდერთან დამარცხდა.

გრან პრიზე ბრინჯაო მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვეს. მედალს მხოლოდ დავით მარსაგიშვილი (86 კგ) ვერ დაეუფლა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მარცხი განიცადა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ცხადია, პირველი ადგილი დაიკავა.

ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე 17 იანვარს ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ხუთი ქართველი მოჭიდავე მოსინჯავს ძალებს - ნუგზარი წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:58 | 17.01.2021
KoRBeN DaLLaS (24846)

ხოოო, რუსთა ჩრდილოკავკასიური "სპეცრაზმი" არ ყოფილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე და ეს ჩვენს წარმატებას ფასს კაი გვარიანად უგდებს.
თუმცა აგერ სნაიდერს უჭიდავია და აქედანაც ჩანს რომ საკმაოდ წარმომადგენობითი ტურნირი იყო.

12:38 | 17.01.2021
გუგა80 (1551)

შენა ჩრდილოელი ბოძიშვილი კი არადა მეზობელი არ იღებდა მონაწილეობას?

თუ არა, რა გიხარიათ ვერ გავიგე. ეგაა მთავარი ფავირიტი ამ სპორტში.

06:33 | 17.01.2021
თენგაბი (950)

მე პირადად 4 ოქროს ძიუდოსაგან ველოდები - ჩხვიმიანი, გრიგალა, ბექაური და თუშიშვილი. ნუ ლიპოც თუ იქნება ფორმაში, ეგეც მეხუთე. იქნებ შავიმაც გაქაჩოს. მეტი რა ვქნა - ლამის ოლიმპიადა მოვაგებინო ჩვენს ნაკრებს.

03:07 | 17.01.2021
dinamo222 (8587)

მაგარია ოლიმპადის წლის ასე დაწყება ! თუ ასე გააგრძერლეს ოლიმპიადაზე მინიმუმ 3 ოქროს მედალს უნდა ველოდოთ თავისუფლებისგან 1-2 ც კლასიკოსებმა უნდა აიღონ და ამას პლიუს ძიუდო ძალოსნობა და კიდევ შეიძლება რომელიმე სპორტში გავისროლოთ 1 ოქრო და მოვხსნით 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის რეკორდს სადაც ქართველებმა 6 ოქრო აიღეს !

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099958
სარეკლამო ადგილი - 99
X x X