ფეხბურთი

23:50 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თოვლის ფონზე მოედანზე უხილავი ფეხბურთელები...

თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში სტამბოლის „ბაშაკშეჰირმა“ „სივასსპორს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1), სტუმრები კი მოედანზე პრაქტიკულად უხილავები იყვნენ.

საქმე ისაა, რომ თამაშის დროს სტამბოლში თოვლი მოვიდა და სტადიონიც გადათეთრდა. „სივასის“ ფეხბურთელები კი მინდორზე თეთრი მაისურებით იყვნენ და საბოლოოდ, თეთრ მაისურში გამოწყობილი ფეხბურთელები თეთრი ფერის ფონზე პრაქტიკულად აღარ ჩანდნენ.

ცხადია, ამ მიზეზით ეს თამაში მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

0.115402