ბრიტანელი ყოფილი პორნო-ვარსკვლავი ემა ბენტონ-ჰიუზი, რომელიც ფეხთაშვერის წლებში ივ ვორლის სახელით მიღვაწეობდა, ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოებას ყველასთვის მოულოდნელად, ლონდონის საფეხბურთო კლუბ “ვესტ ჰემ იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოევლინა.
ემა, რომელიც უკვე 55 წლისა მოიყარა, ამ საპატიო თანამდებობაზე მისმა ქმარმა, “ჩაქუჩების“ ამჟამინდელმა მფლობელმა დევიდ სილვანმა აღაზევა, რომელსაც ათასი ვაების მნახველი ცოლი იმდენად უყვარს, რომ არად ჩააგდო საზოგადოების აზრი და ცოლის საფეხბურთო ელიტაში გარევის დიდი ხნის სურვილი ამ გზით აასრულა.
სხვათაშორის, ყოფილი პორნო-ვარსკვლავი ამბობს, რომ იგი არ აპირებს “ვესტ ჰემის“ დირექტორთა საბჭოში ოდენ სტატიკურად ყოფნას და გეგმავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს როგორც კლუბის ფინანსურ მართვაში, ასევე ჩაერთოს სატრანსფერო პოლიტიკაში. ისე, ამ ქალს ახალგაზრდა ბიჭების შერჩევა შემოწმება წესით კარგად უნდა გამოსდიოდეს...