მართალია ბრაზილიაში ფეხბურთი ისე უყვართ, რომ სამოყვარულო საფეხბურთო ლიგებისკენაც დიდი ყურადღებაა მიპყრობილი, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ყველასთვის უცნობი კლუბების - “დისაირისა“ და “სპორტინგის“ შეხვედრას მაინც განსაკუთრებულად დიდი ინტერესი ახლდა თან და ეს ინტერესი ოდენ საფეხბურთო სულაც არ ყოფილა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ შეხვედრას ბრაზილიელი მოდელი ქალი, დენიზ ბუენო სჯიდა და ყველა ნათლად ხედავდა, რომ მას არბიტრის მაისურის ქვეშ აზღუდი, იგივე ლიფი არ ეცვა. ეს ქალი ერთობ თვალსაამო სანახავი განსაკუთრებით მაშინ გახდა, როდესაც სირბილში გაოფლიანდა, შესაბამისად მაისურიც დაუსველდა და უკვე რთული გასარჩევი იყო საერთოდ ეცვა თუ არა მაისური.
ბრაზილიაში ლამაზი და თამამად ჩაცმული ქალი არასოდეს გაჰკვირვებათ მაგრამ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ ფოტოზეც კარგად დაინახავთ ბრაზილიელ ფეხბურთელებს, რომლებიც შეხვედრის დასაწყისშივე ამ მშვენიერ ქალს ყბადაღებულები შესცქერიან. მართლაც რთულია ასეთ დროს თავის შეკავება. კაცნი ვართ...