ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მიხეილ ბერიშვილის „ალ-შამალი“ სტუმრად „ალ-ვახრს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 71:67 აჯობა.
ქართველმა კალათბურთელმა 40 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ბერიშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ალ-შამალი“ 7 გამარჯვებით და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 იანვარს, „ალ-რაიანს“ უმასპინძლებს.