„ანკარაგიუჯუს“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ 2021 წელი საგოლე პასით დაიწყო. თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა „მალატიასპორი“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ლობჟანიძე 88-ე წუთზე თანაგუნდელს მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული პასით დაეხმარა გატანაში და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
საბას მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი, ხოლო „ანკარაგიუჯუ“ კარგ ფორმაშია, ბოლო ტურებში ქულებს სისტემატუად აგროვებს, ბოლო პოზიციას თავის დააღწია და 15 ქულით მე-17 ადგილზეა.