„რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო სულ მალე მამა გახდება და მისგან შვილს ყოფილი შეყვარებული ელოდება. ძანიოლო და სარა სკაპეროტა დაშორდნენ, იტალიელ ფეხბურთელს კი ახალი შეყვარებული ჰყავს რუმინელი მოდელი მადალინა გენეა.
სარას დეიდა სონია იტალიურ მედიასთან ამბობს, რომ ძანიოლომ და დედამისმა მისი დისშვილი სახლიდან გააგდეს.
„ის უკვე მეორედ ელოდება შვილს ძანიოლოსგან. პირველად ეს 7 თვის წინ იყო და შემდეგ წყვილმა ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტა. მეორე ორსულობა როგორც კი ძანიოლომ და მისმა მშობლებმა გაიგეს, ქაოსი დაიწყო. 24 საათში სარა სახლიდან გააგდეს და მიატოვეს. ეს 6 დეკემბერს მოხდა, ხოლო სამი დღის შემდეგ ძანიოლოს ცხოვრებაში მადალინა გენეა გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დისშვილი მისგან შვილს ელოდება.მისი მობილური ტელეფონის ნომერიც კი დაბლოკეს“, - თქვა სონიამ.
შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ ძანიოლომ განაცხადა, რომ მზადაა მამის პასუხისმგებლობა აიღოს და შვილი აღიაროს.